თამბაქოზე დამოკიდებულება



ძალიან აქტუალური პრობლემაა საქართველოში. თამბაქოზე დამოკიდებულება, ვინაიდან ადამიანი დამოკიდებული ხდება თამბაქოში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებზე (ნიკოტინი და სხვ.). თამბაქოს მომხმარებელი ხომ გაცილებით მეტია ვიდრე ნარკოტიკის მომხმარებელი. თამბაქო ხომ ნელ-ნელა ადამიანის სულსაც ღუპავს მიაჯაჭვებს რა ამ ცოდვასთან. ღვთის ნაწყალობელ ჯანმრთელობას კი, რომელიც მოღვაწეობას და უფლისთვის სათნო საქმეებს უნდა მოახმაროს თანდათანობით ასუსტებს და ბოლოს სიცოცხლესაც კი აგდებს საფრთხეში. ფაქტიურად შეგნებულად იღუპავს სულსაც და ხორცსაც. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა მოზარდებში. დიდი მონდობებით უნდა ვეცადოთ ბავშვებმა და მოზარდებმა არ გაიგონ თამბაქოს გემო. თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის - ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების - ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა, ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში - ,,ნიკოტინური შიმშილი", რაც აბსტინენციური მოვლენების განვითარებას იწვევს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (,,ჯანმო") ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვაში, მუხლი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები" შეტანილია ნოზოლოგია - ,,თამბაქოს მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები" (F-17).
შესაბამისად, პირი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს ითვლება ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად
წყარო. წყარო: http://medescort.weebly.com/431143044315430543044325431743104308-43074304431543174313431243074308430543234314430843054304.html

No comments:

Post a Comment