- 1 თამბაქოზე დამოკიდებულება
- 2 სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში
ქართულ სინამდვილეში სადღეისოდ კი სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია.
უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.წყარო:https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/tambakos-mokhmareba/tambakos-mokhmareba-arasrultslovnebshi/statistika-sakartveloshi
- 3 სტატისტიკური ინფორმაცია მსოფლიოში
მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად. ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. მხოლოდ სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა. თანაც სიძვირე თურმე პირველ რიგში დამწყებ მწეველებს აფრთხობს. სადღეისოდ საქართველოში სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია.
წყარო:http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1493&info_id=27920
თამბაქოში შემავალი ნივთიერებები თავისი ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც ისინი ახდენენ ორგანიზმზე, შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად:
კანცეროგენული
გამაღიზიანებელი შხამიანი აირები შხამიანი ალკალოიდები განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე. კანცეროგენული ნივთიერებები მწეველების სიმსივნური დაავადების სტატისტიკა საკმაოდ ბევრისმეტყველია. კვამლიდან გამოყოფილი ნივთიერებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება გაერთიანდეს ორ ქვეჯგუფში: კიბოს გამომწვევი და ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას. უშუალოდ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს მიეკუთვნება სხვადასხვა მრავალბირთვიანი არომატული ნახშირწყალბადები, რომლებსაც შეიცავს თამბაქოს კვამლი. ბენზპირენის გარდა, რომელიც დღესდღეისობით განსაკუთრებით საშიშია, კანცეროგენული მოქმედება აქვს კვამლში შემავალ ფენოლებსა და ო-დიჰიდროქსიბენზოლს. კვამლში შედის სხვადასხვა ორგანულ ნაერთები, დარიშხანსა და კადმიუმის არაორგანულ ნაერთები, რადიაქტიული პოლონიუმი, კალა და ბისმუტი-210. ისინი შედიან კვამლის მთავარ ნაკადში და იწვევენ კიბოს წარმოქმნას, მათ მიერ გამოყოფილი α-ნაწილაკებით. მწეველები იღებენ რადიაციის მრავალჯერ გაზრდილ დოზას, რომელიც 5 რადის ტოლია. კიბოს განვითარებაზე მოქმედ ნივთიერებათა ქვეჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ორგანული ნივთიერებები:ფენოლები, ცხიმიანი მჟავები, მათი ეთერები და სხვა. აგრეთვე, ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი ნივთიერებები. ისინი არ ახდენენ პირდაპირ კარცეროგენულ მოქმედებას, მაგრამ აძლიერებენ სხვა ნივთიერებების უარყოფით მოქმედებას და ამიტომ პოტენციურად საშიშნი არიან. გამაღიზიანებელი ნივთიერებები თამბაქოს კვამლისაგან გამოყოფილია ათეულობით ნივთიერება, რომლებიც ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ. მათგან, შედარებით მთავარია უჯერი ალდეჰიდი პროპენალი, რომელსაც აკროლენსაც ეძახიან. მას გააჩნია მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური აქტიობა. კვამლში შემავალ სხვა ნივთიერებებთან ერთად იწვევს მწეველების ტიპურ ბრონქიტს ხველა ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა. ხველების დროს, ორგანიზმი ცდილობს მოიშოროს გამაღიზიანებელი ნივთიერებები და მათი მოქმედების შედეგად გამოყოფილი ნაერთები. გაძლიერებული სეკრეტორულ აქტიურობას თან ახლავს სხვა თავდაცვითი რეაქციაც – ბრონქების სანათურების შემცირება. ამ გზით ორგანიზმი ამცირებს ბრონქებში გამაღიზიანებელ ნივთიერებების მოხვედრის შესაძლებლობას. შეკუმშულ ბრონქებში ბუსუსების მოძრაობა ძნელდება, მცირდება ფილტვების მოცულობა. ამასთან, ნახშირბადის(II) ოქსიდის მოქმედებით, აირების ცვლა ნელდება და მწეველს სუნთქვა უძნელდება. დასაწყისში ეს ხდება პერიოდულად, მაგრამ თანდათანობით ეს ცვლილებები მუდმივ ხასიათს იძენს და მივყავართ ემფიზემამდე და ფილტვების სხვა სერიოზულ დაავადებებამდე. მომწამლავი აირები თამბაქოს ფოთლების არასრული წვის გამო ხდება რთული ორგანული ნივთიერებების დაჟანგვა: ცელულოზების, ცილოვანი ნივთიერებების, ალიფატური, არომატული თუ ჰეტეროციკლური ნაერთებისა. ამის შედეგად წარმოიქმნება უფრო მარტივი ნივთიერებები. ისინი წვის ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ კვამლის თანდათანობით გაცივებისას მათი ნაწილი კონდენსირდება კუპრის სახით. თამბაქოს კვამლის აირად ფრაქციაში შედის მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური აქტივობის არაორგანული ნივთიერებები. მაგ.: ნახშირბადის (II) ოქსიდი, გოგირდწყალბადი, ციანწყალბადი და სხვა. აირად მდგომარეობაში არის აგრეთვე მცირე რაოდენობით დარიშხანის ნაერთები და სხვა მყარი აქროლადი ნივთიერებები. მათთან ერთად კვამლში არის აირები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას არ ახდენენ: ნახშირბადის (IV) ოქსიდი, ჟანგბადი და სხვა. შხამიანი აირებიდან უმეტესი ნაწილი მოდის ნახშირბადის (II) ოქსიდზე. ამოსუნთქვისას ის თხევადდება და ამიტომ მწეველის ფილტვებში მისი საშუალო კონცენტრაციაა 4 %. გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე CO- სი, მაგრამ მათი ტოქსიურობა უფრო მაღალია. ეს აირები უერთდებიან სისხლის ჰემოგლობინს და ამცირებენ მის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარს. ამის გამო პირველ რიგში ზიანდება გულის კუნთი, რომელიც თავისთავზე განიცდის გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის სპეციფიურ ზემოქმედებას. ჩვეულებრივ, ჰემოგლობინი უერთდება ჟანგბადს და წარმოქმნის არამდგრად ნაერთს – ოქსიჰემოგლობინს, რომელიც ადვილად იხლითება და უჯრედებს აძლევს ჟანგბადს: ჰემოგლობინი + O2 ოქსიჰემოგლობინი მაგრამ ეს წონასწორული პროცესი ირღვევა აირთა ცვლის სხვა მონაწილეების მოქმედებით. ისინი ქმნიან ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს – მეტჰემოგლობინს: ჰემოგლობინი + CO კარბოქსიჰემოგლობინი კარბოქსიჰემოგლობინის მდგრადობა 200-ჯერ მაღალია, ვიდრე ოქსიჰემოგლობინისა. ჰემოგლობინიდან მეტჰემოგლობინის ზოგიერთ ფორმაში გადასვლა იწვევს სისხლის სასუნთქი ფუნქიის მოშლას. ანალოგიურად მოქმედებს სისხლზე სხვა აირები: ანილინი, ნიტრობენზოლი და აზოტშემცველი ორგანული ნაერთები. მწეველებში ცილოვანი აირადი ნივთიერებების აზოტის ოქსიდთან ურთიერთობის დამამტკიცებელია თითების გაყვითლება. ამიტომაც CO-ს უმნიშვნელო რაოდენობაც კი ახდენს ჰემოგლობინის ბლოკირებას და მისი ძირითადი ფუნქციის – ჟანგბადის გადატანის მოშლას. CO-ს რაოდენობა თამბაქოს კვამლში უფრო მაღალია და ამიტომ მისი რაოდენობა მწეველის სისხლში მერყეობს 2-15% – ის ფარგლებში. ეს იწვევს ქსოვილოვანი სუნთქვის დარღვევას. ითვლება, რომ სისხლის თვისება, გადაიტანოს უჯრედის სიცოცხლისათვის აუცილებელი ჟანგბადი, მოწევის ზემოქმედებით მცირდება 10-დან 30%-მდე. თამბაქოს კვამლი, CO-ს გარდა, შეიცავს სისხლისათვის საშიშ სხვა შხამიან ნივთიერებებსაც. სიგარეტის ბოლი შეიცავს ისეთ მომწამლავ აირს, როგორიცაა კარბონმონოქსიდი, რომელიც შედის აგრეთვე ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ აირის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება, იკავებს რა ჟანგბადის ადგილს, მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.თამბაქოს კვამლის შხამიანი აირები იწვევენ ქრონიკულ ჟანგბადურ შიმშილს. შხამიანი ალკალოიდები თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის გარდა შედის 11 ალკალოიდი: ნორნიკოტინი, ნიკოტირინი, ნიკოტეინი, ნიკოტიმინი და ა.შ. ისინი აგებულებითა და თვისებებით ჰგვანან ნიკოტინს, მაგრამ ნიკოტინი მათგან ყველაზე შხამიანია. ნიკოტინი – Nikotiana tabakum, Nikotiana rustica, იგივე პირიდინმეთილ-პიროლიდინი. ზეთოვანი, უფერო, მომწარო გემოს სითხეა თამბაქოს სუნით. შედის ძაღლყურძნისებრთა ოჯახის მცნარეებში, განსაკუთრებით თამბაქოში. ის მცირე რაოდენობითაა ტომატში, კარტოფილში, ბადრიჯანში, ბულგარულ წიწაკაში. თამბაქოდან პირველად მიიღეს 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა პოსელტონმა და რაიმანმა. მისი ქიმიური ემპირიული ფორმულა პირველად აღწერა მელსენსონმა 1843 წელს. პირველად სინთეზის გზით მიიღეს 1893 წელს პიკტეტმა და კრეპიემ. ნიკოტინი წყალში კარგად იხსნება, ადვილად იჟანგება ჰაერზე და იღებს ყავისფერ ფერს. მას არ გააჩნია არავითარი სამკურნალო თვისება, იწვევს შეჩვევას, აქვს ძლიერი მომწამლავი ქმედება. დოზად.ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ქავილი, თავის ტკივილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გუგების გაფართოება, სიმკრთალე, განმეორებითი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, არითმიული პულსი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, ციანოზი, სიკვდილის მომენტი დგება სასუნთქი ცენტრისა და სასუნთქიკუნთების დამბლის შედეგად. ფრინველები იხოცებიან, თუ ნისკარტთან მივუტანთ მხოლოდ ნიკოტინში დასველებულ მინის წკირს. კურდღლები იღუპებიან ნიკოტინის ¼, ძაღლები კი – ½წვეთისაგან. ადამიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა 50-დან 100 მგ-მდე, ანუ 2-3 წვეთი. მიუხედავად ამისა, მწეველ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ნიკოტინის დიდ რაოდენობას, მწვავე მოწამვლა იშვიათია და ისინი არ იღუპებიან იმოტომ, რომ დოზა შედის თანდათან, არაერთჯერადად. თანაც ნიკოტინი ნეიტრალდება თამბაქოში შემავალი მეორე შხამით – ფორმალდეჰიდით. ეს დაკავშირებულია ორგანიზმის ნიკოტინის მიმართ გაძლიერებულ მდგრადობასთან, რაც თავის მხრივ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ნიკოტინი აზიანებს ნერვული სისტემის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილს, განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის კვანძებზე(განგლიონზე), ამიტომ მას უწოდებენ “განგლიოდამაზიანებელ შხამს“. მცირე დოზებით ნიკოტინი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორც აღმგზნები, აძლიერებს სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქიას, იწვევს სუნთქვის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას. ნიკოტინის დიდი დოზა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას და მის დამბლას, გულისა და სუნთქვის შეჩერებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამია ცნობილ შხამებს შორის, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სიგარეტის მოწევის დროს ის იშლება მხოლოდ ნაწილობრივ ≈ 25%. ნიკოტინის შემცველობა კვამლში მერყეობს 0,4-3 მგ-ს შორის, რაც სიგარეტში არსებული ნიკოტინის 20%-ია. ნამწვავში რჩება ≈ 50%, ხოლო დანარჩენი 50% იმ შენობის ჰაერშია, სადაც ეწევიან. ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გაცილებით მალე ვითარდება, ვიდრე ალკოჰოლზე. მაგრამ ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, ნიკოტომანია არ იწვევს მწეველის პიროვნების დეგრადაციას. სწორედ ამის გამო მიგვაჩნია თამბაქოს წევა მწვავე გადამდებ დაავადებად, რომელიც ანგრევს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას და ამაღლებს მწეველების სიკვდილიანობას 30-80%-ით.წყარო:http://icode.ge/2012/02/03/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C/
რეპროდუქცია ანუ კვლავწარმოება, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ფორმირების ინტენსიური პროცესი, ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.თამბაქოს მოხმარება ორსულობის სამივე ტრიმესტრში ცუდად მოქმედებს ნაყოფზე, განსაკუთრებით პირველი ცხრა კვირის მანძილზე, როცა ნაყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა არასასურველ ფაქტორებზე. მუცლადყოფნის ამ პერიოდში საფუძველი ეყრება ნაყოფის ყველა ორგანოსა და სისტემის, მათ შორის სასქესო სისტემის განვითარებასა და მომწიფებას. ანტენატალურ პერიოდში ხდება საკვერცხეების ჩასახვა და ემბრიონული განვითარება, რომელიც ქალის ორგანიზმის სასქესო ფუნქციის პოსტნატალური ორტოგენეზის რეგულაციის პროცესში წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.
ანტენატალური პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის თამბაქოს კვამლმა ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს (ემბრიოპათიური, ტერატოგენული) და გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების მანკები. განვითარების ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს. თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტას ბარიერს და იწვევს ნაყოფში ჟანგბადის რაოდენობის დაქვეითებას, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. თუ ქალი უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე თამბაქოს მოხმარებაზე, მაშინ მისი ახალშობილი ნორმალური წონის დაიბადება. თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი. არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა. არსებობს ურთიერთ კავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის შორის. დამტკიცებულია კავშირი თამბაქოს მოხმარებელსა და ნაადრევმშობას შორის. თამბაქოს მოხმარება_ძირითადი რისკ-ფაქტორია ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. განსაკუთრებული ადგილი ამ პრობლემაში პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალშობილის სიკვდილის სინდრომს უჭირავს, რომელსაც ორსულობის დროს დედის მიერ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი სიკვდილიანიბის რიცხვი იზრდება: ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ახალშობილთა სიკვდილიანობის რიცხვი 20-25% ია. თანამედროვე მონაცემებით 10%-I პერინატალური სიკვდილიანობისა, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით. თამბაქოს მომხმარებლებში ხირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება. ნაადრევი მშობიარობის რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთი თამბაქოს მოხმარებაა. იმ პაციენტებში, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობა აღენიშნებოდათ, რისკი შემდეგი ორსულობის დროს ნაადრევი მშობიარობისა სეადგენს 20-30%. სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელი ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაორსულებამდე გავიდეს ერთი წელი, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე. მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვრებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია ორსულობის დრომდე მიუტანლობა. თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს თამბაქოს გავლენით ტოქსიკოზების განვითარება. ამის საფუძველს იძლევა თამბაქოს მომხმარებელთა მაღალი რიცხვი ტოქსიკოზების დროს. თამბაქოს მომხმარებელ ქალებში იზრდება სიხშირე ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტას ნაადრევად აცლისა, სისხლდენისა მსობიარობის მესამე პერიოდში.კლიმაქსი მწეველ ქალებს, როგორც წესი, ეწყებათ 2-3 წლით ადრე ვიდრე არამწეველებს. თამბაქოს მოხმარება მაღლა წევს რისკს იმ დაავადებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენების დეფიციტთან. თამბაქოს კვამლი გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. იგი ზიანს აყენებს არა მარტო დედის ჯანმრთელობას, არამედ მოქმედებს ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ხშირად ახალშობილის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს კი მკვეთრად მოქმედებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე.წყარო:http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1493&info_id=27920
ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოწევის შეწყვეტა – ერთ-ერთია იმ ურთულეს ამოცანათაგან, რომლებიც იძულებულია გადაჭრას ადამიანმა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ -”ამერიკელები არამწეველების უფლებების დასაცავად” (AmericansforNonsmokers’ Rights) მწეველებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიდააღწიონ ამ მავნეჩვევას, შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები:
1. სწორად დასვით საკითხი. გირჩევთ არ გამოიყენოთ ფრაზა “მე თავს ვანებებ მოწევას”. ამის მაგივრად თქვით: “მე არ მინდა მოწევა”. გარეგნულად სხვაობა შეუმჩნეველია, მაგრამ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებენ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე;
2. “შეიცან თავი შენი”. განსაზღვრეთ, ყველაზე უფრო როდის გინდებათ მოწევა: მანქანაში, სამუშაოზე, ჭამის შემდეგ, ძილის წინ? ამოცანა – დადგინდეს, როდის ეწევით, რომ დაცული იქნეს ერთგვარი რიტუალი. შეცვალეთ სიგარეტისრიტუალი სხვა რიტუალით. მაგალითად, ძილის წინ სიგარეტის ნაცვლად მიირთვით ვაშლი ან ოცჯერ აისროლეთ ჰაერში ასანთის კოლოფი. ძალიან შველის ათჯერ ღრმად ჩასუნთქვა, ასევე – საღეჭი რეზინა, საწუწნი კანფეტები და ა.შ.;
3. არსებობს მოწევის გადასაჩვევი მრავალი მედიკამენტი, მაგრამ მთლიანად მათზე მინდობა არ შეიძლება, რადგან ამ საქმეში მთავარი ადამიანის პრინციპულობა და ნებაა;
4. დაარწმუნეთ საკუთარი თავი თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, ამისათვის ფურცელზე ჩამოწერეთ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მოაქვს სიგარეტის მოწევას. მაგალითად: “სიგარეტებზე დღეში ვხარჯავ …”, “წელიწადში ეს თანხა შეადგენს …”, “სიგარეტის გამო უფრო ხშირად ვხდები ავად”, “ჩემი ბავშვები ხედავენ, რომ ვეწევი და თვითონაც სურთ მოწიონ” და ა.შ. იმ წუთებში, როდესაც ძალიან მოგინდებათ მოწევა, გადაიკითხეთ ეს ფურცელი;
5. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური ლტოლვა მოწევისადმი უსასრულოდ არ გრძელდება. გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ თამბაქოსადმი ფიზიკური ლტოლვა ბოლო სიგარეტის მოწევიდან 48-72 საათის შემდეგ ქრება. შემდეგ თქვენ ბრძოლა გიწევთ არა ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან;
6. ფიზიკური ვარჯიში ერთ-ერთი წარმატებული საშუალებაა თამბაქოს გადაჩვევის გასაიოლებლად. ვარჯიში მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე მოწევას გადაეჩვეოდეთ. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ფიზიკური ვარჯიშების მიმდევარი ადამიანები გაცილებით იოლად და სწრაფად ანებებენ თავს მოწევას. ამას გარდა, ვარჯიში გვეხმარება პირვანდელი წონის შენარჩუნებაში, რადგან ბევრი ყოფილი მწეველი თამბაქოს გადაჩვევის შემდეგ სწრაფად იმატებს წონაში;
7. ხშირად სიგარეტი მხოლოდ საბაბია შესვენებისათვის. იმის ნაცვლად, რომ მიაშუროთ მოსაწევ ოთახს, უბრალოდ გაისეირნეთ ქუჩაში;
8. თქვენგესაჭიროებათახლობლებისდახმარება. სთხოვეთთქვენიოჯახისწევრებსა დამეგობრებსარმოგცენსიგარეტებისყიდვის უფლება, მხარიაგიბან, როცა სიგარეტსშეცვლითგასეირნებით. როცა გადაწყვეტთ სიგარეტისათვისთავისდანებებას, მოგიწევთმრავალიცდუნებისდაძლევა. ამიტომუმჯობესია გარკვეულიდროისგანმავლობაში თავი აარიდოთ მწეველთაგარემოცვას საღამოებზე, ბარებშიდაა.შ.;
9. გახსოვდეთმთავარიშეცდომისშესახებ: თუთქვენდაიყვანეთდღისგანმავლობაშიმოწეულისიგარეტებისრიცხვიერთამდე, თქვენმაინც მწეველად რჩებით. აუცილებლად ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე;
წყარო:ucnauri.com
აშშ-ში თამბაქოს საწინააღმდეგო მკაცრი კანონი მიიღეს!
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თამბაქოს საწინააღმდეგო ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სიგარეტის მწარმოებლებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას.
სურსათისა და წამლების კონტროლის ფედერალური სამმართველო ამიერიდან ახალი უფლებამოსილებით აღიჭურვება, რომელიც მას უფლებას მისცემს უფრო მკაცრად გააკონტროლოს თამბაქოს წარმოება და გავრცელება.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი კონგრესმა ივნისის დასაწყისში მიიღო და ახლა უკვე ის პრეზიდენტმა დაამტკიცა.
თეთრ სახლში გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი მაინც მიიღეს, რომელიც ამერიკის ახალგაზრდა თაობას ამ მავნე ჩვევისაგან დაიცავს. (ერთი ესეთი კანონი ჩვენც გვჭირდება! :))) მაღაზიებში რო აწერია 18 წლამდე სიგარეტს არ ვყიდითო და10 წლის ბავსვი რო მიდის და ეგრევე აძლევენ :D )
წყარო: http://ucnauri.com/64963/სიგარეტი/
"საქართველოს კანონის "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არ შეესაბამებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს, რომელთანაც საქართველო რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის N2302–რს დადგენილებით. მოქმედი კანონმდებლობით პრაქტიკულად ვერ ხორციელდებოდა მოსახლეობის რეალური დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისაგან. კერძოდ, არასრულყოფილი იყო საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის შეზღუდვის, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის პირობები და ნორმები, ასევე პრაქტიკულად უეფექტო და ბუნდოვანი იყო თამბაქოს შეფუთვის და დიზაინის არსებული ნორმები, თამბაქოს შემცველობის რეგულირების წესები არ შეესაბამებოდა ელემენტარულ საერთაშორისო ნორმებს და ზოგადად კანონმდებლობა ქმნიდა არაპროგნოზირებად გარემოს. კანონის მიღების მიზანი საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებისა და სიკვდილის შემცირებაა. ამ კანონით რეგულირდება სამართელბრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში. კანონი არეგულირებს ასევე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვებს. ძველი რედაქციით რეგულირების მიღმა რჩებოდა სამუშაო ადგილები, მათ შორის, სკოლისგარეშე და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებები. გარდა ამისა დაიხვეწა მოსაწევი ადგილის მახასიათებლები, რაც გაუადვილებს დაწესებულებებს კანონის შესრულებას და მეტად დაიცავს დაწესებულებათა პერსონალს, მომხმარებლებს და სტუმრებს თამბაქოს კვამლისაგან. მისასალმებელია, ის ფაქტი რომ მას-მედიის და/ან ნებისმიერი სხვა საშუალებით აიკრძალა თამბაქოს წევის დემონსტრირება, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა და/ან შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი. კონვენციის მოთხოვნების და ევროპის რეგულირებების გათავლისწინებით აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის თვისებების, საზიანო ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაციის დატანა თამბაქოს ნაწარმზე. მათ შორის ისეთი შეცდომაში შემყვანი წარწერების როგორიცაა "მსუბუქი", "რბილი", "ულტრამსუბუქი" და/ან "დაბალი შემცველობით". გარდა ამისა, ცვლილებებით განისაზღვრა თამბაქოს კოლოფზე სამედიცინო გაფრთხილებების ნიმუშების დამტკიცების და კოლოფზე მათი დატანის წესი. აღნიშნული გამორიცხავს ინტერპრეტირების და მანიპულირების საშუალებას და ქმნის თანაბარ პირობებს მეწარმეებისათვის, აგრეთვე რეალურს და ეფექტურს ხდის სახელმწიფოს ვალდებულებას მოახდინოს მწეველთა ადექვატური ინფორმირება მწეველობის მავნეობის შესახებ. დაზუსტდა თამბაქოს შემცველობის ნორმების დადგენის წესი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. სამედიცინო დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში კანონის აღსრულების მიმართულებით ხორციელდება ბლუმბერგის ინიციატივა, რომელიც აფინანსებს სპეციალურ პროგრამას. გარდა ამისა სამომავლოდ პარლამენტს დაგეგმილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები და აღსრულების მექანიზმების გამარტივება და კანონის სხვა სისუსტეების გაძლიერება. ამდენად იმედი გვაქვს, რომ მიღებული კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირებას. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი მაია ესებუა გამოყენებული იქნა პირველი ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის "თამბაქო ან ჯანმრთელობა" მოხსენებები და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მასალები. წყარო: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1493&info_id=27920
http://www.myvideo.ge/?video_id=1415651
|
No comments:
Post a Comment